"რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი საკუთარ რეზერვებს დახარჯავდა" - რომან გოცირიძე

"რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი საკუთარ რეზერვებს დახარჯავდა" - რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, "ფეისბუქის" საშუალებით განმარტა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესანარჩუნებლად საკუთარ რეზერვებს დახარჯავდა:

"სამთავრობო თუთიყუშების გასაგონად, რომლებიც დღეს დაიწყებენ გუშინდელი ცნობილი განცხადების ტექსტის გადამღერებას!( პირველი ვინ იქნება ვიცი)

რა მოხდებოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთისა და მოლდოვისათვის რომ მიებაძა, როგორც ამას ურჩევენ?

სომხეთმა და მოლდოვამ საკუთარი ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების 34 და 30 პროცენტი დახარჯა შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სიდიდის დევალვაცია მაინც ვერ აიციელეს თავიდან, რეზერვები კი გაფლანგეს. წინ მძიმე დრო ელით გაუარესებული საგარეო ვაჭრობისა და სხვა სირთულეების გამო.

საქართველოს რეზერვები დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი იყო. ეროვნულ ბანკს მისი მესამედი ანუ 890 მილიონი დოლარი რომ დაეხარჯა, ალბათ კურსს ძველ ნიშნულთან ახლოს დაიჭერდა. მხოლოდ დროებით. წინ, წლის ბოლომდე 5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის სავაჭრო დეფიციტი გველოდება. რომ არაფერი ვთქვათ საგარეო ვალების გასტუმრებაზე როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მიერ.

შედეგი: სრული კოლაფსი!

ეს კიდევ არაფერი!

საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა M2 არის 5,5 მილიარდი ლარი. იგი უმნიშვნელოდ გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 890 მილიონი დოლარის გაყიდვა ნიშნავს მიმოქცევიდან 1,6 მილიარდი ლარის ამოღებას. ანუ ფულის მასა დავიდოდა 3,9 მილიარდ ლარამდე.  უკვე შეგეძლოთ საქართველოს ეკონომიკისათვის საფლავი გაგვეთხარა და ზედ მისი მკვლელების ბიუსტებიც დაგვედგა. ვიღაცა იტყვის- რაღა სომხეთი და მოლდოვა მოგვყავს მაგალითადო. მისი ნახევარი მაინც გაგვეშვა ინტევენციაშიო?

მაშინ ნახევრადმკვდარი იქნებოდა. ხელოვნურ სუნთქვაზე, დეკემბრამდე. იქ კი ბიუჯეტი მოუღებდა ბოლოს"- წერს გოცირიძე.

იხილეთ| გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია