ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თბილისში მაღაზიები იხურება

ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თბილისში მაღაზიები იხურება

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. დოლარის კურსის აწევამ უმრავლესობას მაღაზიის ქირა გაუძვირა და გადახდას ვეღარ ახერხებს, რასაც შემცირებული კლიენტების რაოდენობაც ემატება. ამიტომ, ბევრი მათგანი მაღაზიის დახურვას ამჯობინებს. ექსპერტების განცხადებით, მაღაზიების გახსნა-დახურვა ბაზრის თანმდევი პროცესია, კონკურენცია მაღალია და ამას ბევრი ვერ უძლებს. თუმცა, ამ პერიოდში მაღაზიების დახურვის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ლარის დევალვაციას ასახელებენ.

ბოლო პერიოდში პეკინის ქუჩაზე ზედიზედ სამი მაღაზია დაიხურა. რამდენიმე მაღაზიამ შეწყვიტა მუშაობა ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ზოგიერთი დაკეტილი ფართი ქირავდება, ზოგიერთში კი მორიგი აფთიაქის გახსნა იგეგმება.

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, წელს მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მფლობელები გაძვირებული ქირის გადასახადზე ჩივიან, რაც პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსის მატებაზე.

ნინო, 45 წლის: "ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია მაქვს, ფართი ნაქირავები მაქვს. აქამდე 2 600 ლარს ვიხდიდი, თუმცა ორი თვეა ქირა 50 დოლარით გამიძვირდა. დოლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, შესაძლოა ქირა კიდევ გამიძვირონ. თანაც, კლიენტები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან შეგვიმცირდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია