"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან" - ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ

"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან" - ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ

საემიგრაციო ეკონომიკას მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოს საგადამხდელო ბალანსის შენარჩუნებაში. იმის გარდა, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველები აქ დარჩენილ ოჯახებს ინახავენ, გზავნილებს გარკვეული მონეტარული სტაბილიზატორის ფუნქცია აკისრა. თუმცა, მსოფლიო კრიზისის ფონზე ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ თუ ვითარება არ დასტაბილურდა, გზავნილების შემცირებული ნაკადი ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. მათი განცხადებით, უცხოური ვალუტის შემცირებას გარკვეული წვილილი აქვს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 75.5 მილიონი დოლარი ანუ 146,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 23 მილიონი დოლარით (44,6 მილიონი ლარით) ანუ 23,3%-ით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები. გზავნილების ნაკადების შემცირება პირდაპირ მიანიშნებს უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველების შემცირებულ ანაზღაურებაზე. bpn.ge რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა, რომლებიც წლების წინ საბერძნეთში, იტალიასა და რუსეთში სამუშაოდ წავიდნენ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ.

მათი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ. შესაბამისად, აქ დარჩენილებს უწინდებურად მსხვილ თანხებსს ვეღარ უგზავნიან. ამის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია