ოპერის მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე შვილს ძიძის გარეშე ზრდის

ოპერის მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე შვილს ძიძის გარეშე ზრდის

20 თებერვალს პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში, პირველად ამ თეატრის ისტორიაში, ოპერა ''მარიამ სტიუარტის'' მსოფლიო პრემიერა შედგა. წამყვანი პარტიები ქართველმა მსოფლიო ვარსკვლავებმა შეასრულეს. დედოფალ ელისაბედის პარტია მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძემ იმღერა, ხოლო ლესტერი - ტენორმა შალვა მუქერიამ. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ქეთევანს დავუკავშირდით...

- როგორც ვიცი, პოლონელი მსმენელის წინაშე პირველად წარდგებით...

- კი, ეს ჩემი პოლონური დებიუტია. შეიძლება ვთქვათ, რომ ორმაგი დებიუტი მაქვს: ამ ქვეყანაში პირველად ვმღერი და დედოფალ ელისაბედის როლსაც პირველად ვასრულებ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან თბილი და საქმეზე ორიენტირებული ხალხია. ჯერჯერობით პოლონელ მსმენელს არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, კარგად მიიღებენ ჩვენს სპექტაკლს, უკვე დიდი ინეტერესია პრესასა თუ ტელევიზიაში, რადგან ეს ოპერა პირველად სრულდება პოლონეთის ნაციონალური ოპერის სცენაზე.

- კოსტიუმი, გრიმი... და საერთოდ, რა ხდება სცენაზე გასვლის წინ კულისებში?

- ამ როლს ძალიან სპეციფიკური გრიმი აქვს, ამიტომ მარტო ვერ ვიკეთებ. ისტორიული პერსონა ვარ და ეპოქის შესაბამისი ორიგინალური გარეგნობა მაქვს. ვარ მელოტი და მაქვს ასევე პარიკიც. ჩემი თმიდან გამომდინარე, მელოტის ეფექტის მიღწევა არცთუ ადვილია, ეს ძალიან დიდ დროს, თითქმის ორ საათს მოითხოვს და შემდეგ მიკეთებენ გრიმს. კოსტიუმიც ეპოქის შესაბამისი მაქვს, ჩემი კაბა დაახლოებით 7 კილოს იწონის. ამას ემატება პარიკიც, ასე რომ, სიმღერის გარდა, ძალაც მომეთხოვება, რომ ეს ყველაფერი სცენაზე ვატარო და ვიმოძრაო. სცენაზე თუ არ ვარ, ყველგან სკამით დამყვებიან, რომ დავჯდე.

იხილეთ გაგრძელება

"გუკამ ბაკურიანში შვილებთან ერთად დაისვენა, მათთან ერთად იყო ლელას და გიგის ბიჭი" - შეურიგდა თუ არა ლელა კილაძე საპატიმროდან გამოსულ ქმარს?

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა