ავტორი:

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

"ტვ პირველის" თანამშრომლებს ხვალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ტელეკომპანიის წამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქზე" წერს.

მისივე ინფორმაციით, "ტვ პირველი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

"დღის ბოლოს- ვიკას სუსტად დადებითი პასუხი აქვს, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გვითხრა,რომ ხვალ შუადღემდე ვიყოთ თვითმონიტორინგის რეჟიმში.ტელევიზია ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას და კომპანიამ გადაწყვიტა, ყველა თანამშრომელს ჩაუტარდეს ტესტი ხვალ დილიდან.

სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს და ვმუშაობთ ისევე,როგორც აქამდე .Vika Bukia Buratinova -ს კი, რომელიც ორშაბათიდან George Nioradze ერთად, ახალ გადაცემას იწყებდა ტვ ,,პირველზე,, მალე გამოჯანმრთელებას და სამსახურში სწრაფად გამობრჭყვიალებას ვუსურვებ" - წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, "ტვ პირველის" თანამშრომელს ვიკა ბუკიას, კორონავირუსი დაუდგინდათ. ამ ეტაპზე მათი ინფიცირების წყარო უცნობია. რაც შეეხება კონტაქტებს, ამ ეტაპზე მათი კვლევა მიმდინარეობს.

"დილით გავიღვიძე სიცხით, ეგრევე გავარდი და ტესტი გავიკეთე. თავიდან კარგი პასუხი მოვიდა. მერე მითხრეს საეჭვოა ეგ ამბავი და ტესტი ხელმეორედ გაიკეთეო. დღეს დილით იყვნენ მოსულები და რომ გამიკეთეს ტესტი, მემგონი დადებითია. ველოდები პასუხს, სად გადაგგვიყვანენ.

მე საიდან გადამედო, არ ვიცი. პარლამენტში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ზუსტად ვიცი, რომ ვიყავი" - ამბობს გოგიჩაიშვილი "რუსთავი 2"-სთან საუბრისას.

ქუთაისში "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სარესტორნო ქსელში 32-ე სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სახელმწიფო ქონების სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერში" ითამაშებს