შიშველი მამაკაცი გადმოძვრა... ბუკინგემის სასახლის ფანჯრიდან - ამ ვიდეოს მთელი ბრიტანეთი განიხილავს

შიშველი მამაკაცი გადმოძვრა... ბუკინგემის სასახლის ფანჯრიდან - ამ ვიდეოს მთელი ბრიტანეთი განიხილავს

შვედი ტურისტები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ამტკიცებენ, რომ უნიკალური ვიდეო გადაიღეს ბუკინგემის სასახლეში ყარაულის ცვლის დროს. ამ სანახაობას ტურისტები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ადევნებენ თვალყურს, მაგრამ ამჯერად მათ უფრო მეტი დაინახეს.

როდესაც ერთ-ერთმა ტურისტმა კამერა სასახლისკენ მიმართა, კადრში დაინახა, როგორ გადმოძვრა სრულიად შიშველი მამაკაცი ფანჯრიდან და ზეწრებით გაკეთებული თოკით ქვემოთ დაიწყო დაშვება. "ბაწარი" მოკლე აღმოჩნდა და მამაკაცს დიდი სიმაღლიდან ჩახტომა მოუხდა. ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, ხოლო ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგიათ. ინტერნეტში ვიდეოს დიდი დისკუსია მოჰყვა და ბევრმა ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ვიდეო კომპიუტერული ნამუშევარია.

იხილეთ ვიდეო

"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები

ფოტოებზე აღბეჭდილი უმძიმესი დღე თანამედროვე აშშ-ის ისტორიაში - რა ხდებოდა კაპიტოლიუმში

"ტვიტერმა“ და "ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკა