ავტორი:

"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები

"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს შოკისმომგვრელს უწოდებს.

„შოკისმომგვრელი სცენები ვაშინგტონში, ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ,” - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ის ამერიკული დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„მსურს, შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების ძალის, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის”, - აცხადებს მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზეა ატვირთული.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესში განვითარებული მოვლენები სამარცხვინოა.

„სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი და წყნარი გადაცემა მოხდეს“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი. სხდომა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. იყო გასროლა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები გადადგნენ - რას ამბობს ტრამპი ახალ ვიდეომიმართვაში

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"