ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაჩალჩინოსნის, მეგის ქარდავას ცოლის ძმა ირაკლი ფიფია დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
"გამოძიება დაწყებულია 118 მუხლით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ უწყებაში. შსს-ში მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზუგდიდში, მე-4 სკოლასთან მოხდა. ირაკლი ფიფია კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია.