რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ნუსხა

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ნუსხა

აბიტურიენტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. ისინი პროფესიას და იმ უმაღლეს სასწავლებელს ირჩევენ, სადაც მომავალში სწავლას განაგრძობენ. 10 თებერვალს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო.

ამ პროცესში აპლიკანტებს ხშირად შეცდომებიც მოსდით. Ambebi.ge დაინტერესდა, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ აპლიკანტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეცდომების ნუსხა შეადგინა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად აბიტურიენტებს?

1. სტატუსის მითითება. (ვსწავლობ, ექსტერნი, დავამთავრე);

2. საგნის სასურველ ენაზე ჩაბარების მონიშვნა;

3. საგამოცდო ქალაქის მითითება;

4. მოქალაქეობის მითითება;

5. შემოქმედებითი ტურის არჩევა (თუ საგანმა­ნათლებლო პროგრამა ითხოვს).

რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად მაგისტრობის კანდიდატებს?

1. საგამოცდო ქალაქის მითითება;

2. შესაბამისი ტიპის ტესტის არჩევა;

3. სასურველ ენაზე ჩაბარების მონიშვნა;

4. ბარათის აღების ადგილის მითითება.

შეცდომებს ზოგჯერ პედაგოგებიც უშვებენ.

პედაგოგებს ყველაზე ხშირად საგამოცდო ქალაქის მითითება და ბარათის აღების ადგილის მითითება ავიწყდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (www.naec.ge; online.naec.ge); იქვე განთავსდება რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია.

აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში "ახალი განათლება". ცნობარის ელექტრონული ვერსია რეგისტრაციის დაწყებისთანავე განთავსდება ვებგვერდზე www.naec.ge.

სტუდენტები გრანტის გასაუმჯობესებელი კონკურსისათვის ერთ გამოცდას ჩააბარებენ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე (10 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით) აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ის ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება - ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება;

2015 წელსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლებისა და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე.

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეებია: 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება.

სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათის ნაცვლად იქნება 2.30 საათი. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა);

ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია