ვარდების მოედანზე, შემთხვევის ადგილზე, სადაც "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ექიმები და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ირაკლი გედენიძეს ექიმები პირველად დახმარებას აღმოუჩენენ. მას კბილები აქვს დაზიანებული.
რაც შეეხევა პოლიციას, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.
ირაკლი გედენიძე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე