ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა მდგომარეობაშია ფოტოკორესპონდენტი

ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა მდგომარეობაშია ფოტოკორესპონდენტი

ბოლო განახლება: ექიმის კომენტარი ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს გამოძიება.

ირაკლი გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით - "შემოულაწუნე" რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ