ექიმის კომენტარი ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ექიმის კომენტარი ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის მორიგე ექიმმა ილია ოქროჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გედენიძეს ჩაუტარდა თავის, ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანება არ არის აღმოჩენილი.

ექიმის თქმით, პირველადი დახმარებით დადასტურდა, რომ პაციენტს ქვედა ტუჩის ლორწოვანის ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ყბა-სახის ქირურგმა დაუმუშავა. მორიგე ექიმის თქმით, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, პაციენტი ჯერჯერობით კლინიკაში რჩება.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით – "შემოულაწუნე" რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია