წლების წინ (მაშინ 22 წლის ვიყავი) ერთი გოგონა შემიყვარდა თავდავიწყებით, მაგრამ მისი გული ვერა და ვერ მოვიგე. ვიცოდი, დედამისს დიდი გავლენა ჰქონდა მაიკოზე. ჰოდა, გადავწყვიტე, სასიდედროსთან მეჩალიჩა. ჯერ დაბადების დღეზე მაგარი თაიგული და საჩუქარი მივართვი და ქალბატონი ნათელა გადავრიე - ეს რა მაგარი ბიჭი ყოფილაო, - გაიძახოდა. მერე დიდი ხნის ოცნება ავუსრულე და პუდელის ლეკვი ვაჩუქე. კიდევ ერთი პლუსი ჩავიწერე ჩემს "სჩოტში". ხან ნაყინს მივართმევდი და ხან - მარწყვს. მოკლედ, სასიდედრო ჩემიანი გახდა, მაგრამ მაიკოს გული ვერაფრით მოვიგე.