"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს დავით საყვარელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა გუშინ 78 ხმით დაამტკიცა.
დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარიამ საჯაიამ "ფეისბუქზე" სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის დადგენელების თანახმად, უფლებამოსილება დავით საყვარელიძის ნაცვლად, დავით საყვარელს უწყდება.