თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს , ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება დიდგორის რაიონის ზოგიერთ აბონენტს, კერძოდ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძისა და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა და ძმები გრიშაშვილების ქუჩის მცხოვრებლებს.
სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, 13:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზისა და ასკურავას ქუჩების მცხოვრებლებს.
სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, 15:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.