დნმ-ის ანალიზის პასუხებში სოსანაშვილის ადვოკატი ბევრ საეჭვო დეტალს ხედავს

დნმ-ის ანალიზის პასუხებში სოსანაშვილის ადვოკატი ბევრ საეჭვო დეტალს ხედავს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი არ ეთანხმება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დნმ-ის ანალიზი რამდენჯერმე აუღეს, შესაბამისად დნმ-ის ანალიზის პასუხებში სოსანაშვილის ადვოკატი ბევრ საეჭვო დეტალს ხედავს. ამის შესახებ სოსო ჯოგლიძემ "პალიტრა TV"-ს გადაცემა "რეზიუმეში" საუბრისას განაცხადა.

"დნმ-ის ანალიზის აღებისას, ერთ-ერთმა ექსპერტმა, მარჯვენა ხელზე შეიცვალა ხელთათმანი და ჩაიცვა მუშა ხელთათმანი. ასევე, არაფერი არ დალუქულა, არ დასურათებულა და შესაბამისი პროცედურა არ ჩატარებულა. მთელ ამ ყველაფერში საეჭვო ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ 6 თებერვალს აღებული დნმ-ის ანალიზი იყო აღებული 23 თებერვალს აღებულ ნივთმტკიცებაზე, ე.წ. ფალიაზე", -განაცხადა გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ.

20 ინვარს, სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე მოკლეს. ამ ეტაპზე დანაშაულში ბრალდებულია მხოლოდ მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ