ველოდოთ თუ არა გაძვირების კიდევ ერთ ტალღას

ველოდოთ თუ არა გაძვირების კიდევ ერთ ტალღას

უკვე მერამდენიმე დღეა, ლარის კურსი ყურადღების ცენტრშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეროვნული ვალუტის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა.

ამ ყველაფერს კი თან სდევდა ურთიერთბრალდებები მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის შენიშვნები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით და სესხის მქონე ადამიანების აღშფოთება. ეროვნული ვალუტის კურსმა შედარებით აიწია, თუმცა, ეს მოსახლეობას მშვიდად ყოფნის საფუძველს არ აძლევს...

ხელისუფლების მიერ გაკეთებული, "დამაიმედებელი" ოფიციალური განცხადებების ფონზე, უკვე გაძვირდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების სურსათი, - პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული...

მცირე მეწარმეების თქმით, მათ იმ დასახელების პროდუქცია გააძვირეს, რომელსაც დოლარშიც ყიდულობენ და ფასის მომატების გარეშე მისი რეალიზიცია წაგების ტოლფასია, - "ასურსათის ერთი ნაწილი 5-10 %ით გავაძვირეთ. 1-ელი მარტიდან, ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი გაძვირდა და მისი ფასიც მოიმატებს. ფასმა უკვე მოიმატა ჩაიზე და ყავაზეც. 10 თეთრით გაძვირდა რძის პროდუქტები და ტკბილეული. ასევე, მოიმატა ძეხვეულის ფასმა. მცირედით გავაძვირეთ ბავშვთა საკვები, რასაც მომხმარებლის მხირდან ყველაზე მეტი პრეტენზია მოჰყვა... რა ვქნათ, ჩვენც ხარჯები გვაქვს, - ფართის ქირას ვიხდი, პერსონალს ხელფასს ვაძლევ. გარდა ამისა, პირადად მე და გარშემო ძალიან ბევრს, ბანკის ვალი გვაქვს და ბიზნესს ვრ შევაჩერებთ", - ამბობენ ისინი.

ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით, ასეთ შემთხვევაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკსაც ეკისრება, მაგრამ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას - შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური პრობლემებია, რასაც ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებს.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- პროდუქტის კიდევ ერთხელ გაძვირების გარკვეული რისკი მართლა არსებობს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ეროვნულ ვალუტა არასტაბილურია და მკვეთრი დევალვაცია განიცადა. გაძვირების ახალი ტალღა სავარაუდოდ, იმპორტიორებულ პროდუქტს შეეხება, რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70% იმპორტირებულ პროდუქტზეა გათვლილი, მაგრამ ამ რისკების ქვეშ დგას ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც, რომელიც უცხოური ნედლეულისგან მზადდება. მართალია, ახლა ლარის ნიშნული დოლართან დაკავშირებით 2-ს გადაცილებულია, მაგრამ არსებული სიტუაცია იმედს იძლევა, რომ ლარი გამყარდება. თუ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ინფლაციის დონე შეჩერდება და უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასიც აღარ მოიმატებს.

- თუმცა, ფაქტია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები და მედიკამენტები გაძვირდა.

- დიახ, დაახლოებით 10% მოიმატა ფასმა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ ლარის მიმართ სწორი პოლიტიკა ჩამოაყალიბა და მასთან დაკავშირებული პრობლემის მართვა შეძლო, ფასების გაძვირების პროცესი შეჩერდება. თუ ბიზნესმა და საზოგადოებამ გარკვეული პოზიტიური ნიშნები დაინახა, ეს იქნება პირდაპირ ნიშანი, რომ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები მეტად არ უნდა გაზარდონ. ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია