აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ

აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო კურსანტების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძე კი საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

"რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა." - აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია