რძალი, მამამთილის საყვარელი და მადლიერი დედამთილი

რძალი, მამამთილის საყვარელი და მადლიერი დედამთილი

ახლა მოგიყვებით ამ ამბავს: საკმაოდ ადრეულ ასაკში გავთხოვდი - 16 წლის ვიყავი. ჩემი ქმარი 18 წლის იყო და ბუნებრივია, ახალგაზრდა დედამთილ-მამამთილი მყავდა.

დედამთილი 37 წლის, ლამაზი, სიცოცხლით სავსე, თბილი ქალი იყო და გაცნობის პირველივე დღეებიდან შემიყვარდა. ისე მეფერებოდა ხოლმე, როგორც საკუთარ შვილს. ჩემს მეუღლეს ხშირად უწევდა სხვა ქალაქში წასვლა (ქუთაისში სწავლობდა) და როდესაც ის შინ არ იყო, დედამთილთან მეძინა ხოლმე. მამამთილი ხშირად ამბობდა - ამ გოგომ ცოლი წამართვაო. ეს ხუმრობით, თორემ სინამდვილეში სულაც არ ენაღვლებოდა. წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ, მატერიალურადაც წელში გამართული და ქალებსა და დროს ტარებას არ იკლებდა.

ვგრძნობდი, რომ ცოლ-ქმარს შორის უსიამოვნება სხვა ქალის გამო ხდებოდა ხოლმე, თუმცა ჩემი თანდასწრებით ამაზე არასოდეს ულაპარაკიათ. 5 წელი შვილი არ მყავდა. ნინო (დედამთილი) მამშვიდებდა, - ნუ ნერვიულობ, შვილს ყოველთვის მოესწრები, ეცადე, ქმარს მეტი ყურადღება დაუთმოო.

ერთ დღეს ბესოს (ქმარს) და მამამისს უკმაყოფილება მოუვიდათ. მიზეზი კი ის იყო, რომ მამა ვიღაც ქალთან დადიოდა და მალე ალბათ ოჯახსაც დაანგრევდა. ამ დროს ჩემი დედამთილი ანტალიაში ჰყავდა გაგზავნილი დასასვენებლად. ერთ დღეს მამამთილის მობილური "დავიმარტოხელე", მესიჯები ვნახე და იმ ქალის ნომერი ამოვიწერე. შემდეგ, ჩემი ქმრის დახმარებით მისი ვინაობა დავადგინე, გავიკითხ-გამოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ არც ისე სუფთა წარსული ჰქონია. ისიც კი მითხრეს, - ამბობენ, ახალგაზრდობაში ვიღაცისგან გოგონა გააჩინა და გააშვილაო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია