"ნაციონალები" გეგამავენ ავტოკატასტროფის მოწყობას - ირმა ინაშვილი მის წინააღმდეგ თავდასხმის საფრთხეზე

"ნაციონალები" გეგამავენ ავტოკატასტროფის მოწყობას - ირმა ინაშვილი მის წინააღმდეგ თავდასხმის საფრთხეზე

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ ავტოკატასტროფის მოწყობა იგეგმება.

როგორც ინაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა, მასზე თავდასხმას "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად მიხეილ სააკაშვილი ამზადებს.

"თავდასხმას გეგმავს ჩემზეც. გეგამავენ ავტოკატასტროფის მოწყობას. ერთი ასეთი ფაქტი აღვკვეთე, რომელსაც 28 თებერვალს გეგმავდნენ. გვქონდა უტყუარი ინფორმაცია და ბათუმში არ წავედით. შესაბამისად, ავტოკატასტროფის მოწყობა ვერ მოახერხეს. გეგმავენ ამას ერთი თვის ფარგლებში. იციან ჩემი მარშრუტი, უსმენენ ჩემს ტელეფონს. იციან, რომ ვმოძრაობ დიდი დიღმის მიმართულებით და სწორედ ამ ტრასაზე აპირებენ. შეიძლება შემხვედრი მანქანა დამეჯახოს. მინდა ვუთხრა ამ გეგმის ავტორებს, თქვენი არავის ეშინია. მიხეილ სააკაშვილს ადრე თუ გვიან პასუხისგება მაინც მოუწეევს და ის სიცოცხლეს ციხეში დაასრულებს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, 21-23 მარტის პერიოდში, პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამლვა იგეგმება. მისივე განცხადებით, ფიზიკური თავდასხმა იგეგმება დეპუტატ გიორგი კანდელაკზე.

"დეტალური ინფორმაცია თუ რომელს მოწამლავენ ამ სამი ადამიანიდან არ მაქვს. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამლვა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში".

გარდა ამისა, ინაშვილმა მოქმედი ელჩების უმრავლესობა დასავლეთში სააკაშვილის აგიტატორობაში დაადანაშაულა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, დღევანდელი ელჩების 80 პროცენტი დასავლეთში მუშაობენ სააკაშვილის სასარგებლოდ. მინდა ორი მაგალითი შეგახსენოთ. გიორგი ტუღუში გავიხსენოთ, რომელიც ჯერ იყო სახალხო დამცველი და შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაინიშნა პირველ პირად, მინისტრი იყო ციხის კადრების გავრცელების შემდეგ. ეს გიორგი ტურუში დღევანდელმა ხელისუფლებამ წარადგინა საქართევლოს სახელით სტრასბურგში წამების კომიტეტში და გაეროშიც წამების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, საქართველოს სახელით წარადგინა მაია ფანჯიკიძემ. ეს გიორგი ტუღუში იმუშავებს სააკაშვილზე და არა საქართველოზე. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, ვინ არის ჩვენი წარმომადგენელი ევროსასამართლოში - ეს არის ნონა წოწორია", - განაცხადა ინაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა