რას პასუხობს სასჯელაღსრულების სამინისტრო ცნობილი პატიმრების მოწამლვის შესახებ ირმა ინაშვილის განცხადებას

რას პასუხობს სასჯელაღსრულების სამინისტრო ცნობილი პატიმრების მოწამლვის შესახებ ირმა ინაშვილის განცხადებას

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, სადაც ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა იმყოფებიან, ყოველთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ტარდება და ასე იქნება მომავალშიც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს.

კითხვაზე, აქვს თუ არა უწყებას ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკური ორგანიზაცია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საუბროს, სასჯელაღსრულების სამინისტროში სხვა კომენტარი არ გააკეთეს.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, 21-23 მარტის პერიოდში, პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამლვა იგეგმება.

"დეტალური ინფორმაცია თუ რომელს მოწამლავენ ამ სამი ადამიანიდან, არ მაქვს. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამლვა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ