აჭარაში შესაძლოა, მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

აჭარაში შესაძლოა, მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაძლოა, მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ ინციატივის დაყენებას "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები გეგმავენ. "თავისუფალი დემოკრატებიდან" უმაღლესი საბჭოს წევრი სულხან ღლონტი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ამ რეგიონის მთავრობას და საჭიროა ცვლილებები.

"აჭარაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალიან ცუდად აისახება რეგიონზე. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რადგან ვერ მოახერხა, რომ კონკრეტული საქმეებისთვის მიექცია ყურადღება. ორი წლის განმავლობაში ვეუბნეოდით, რომ წარმოედგინათ რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა, თუ როგორ ხედავს რეგიონის განვითარებას. ეს არ გააკეთეს. ერთადერთი, რასაც მთავრობის მხრიდან ვისმენთ, არის სიჩუმე. მათი მხრიდან არის მუდმივად იგნორირება, იქცევიან უპასუხისმგებლოდ. ამ შემადგენლობით აჭარის მთავრობამ თავისი თავი ამოწურა და არ შესწევთ ძალა, რეგიონში რამე შეცვალონ. ზოგადად, მივიჩნევ, რომ რეგიონის პოლიტიკაში, აჭარის მთავრობაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები", - აცხადებს ღლონტი.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, იმპიჩმენტის საკითხის განსახილველად დეპუტატების 7 ხმა არის საჭირო, მთავრობის გადაყენებისთვის კი - 14. ამასთან, "ქართულ ოცნებას" აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აღარ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა