გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში" - რა "ღირს" ჟურნალისტის ცემა

გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში" - რა "ღირს" ჟურნალისტის ცემა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოაპარატიც დაუმტვრიეს. ძალადობა პარტიების - "თავისუფალი საქართველოს", "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აქცია-მსვლელობა "შემოულაწუნეს" დროს მოხდა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" უკვე ყოფილი წევრის, გიორგი ბეგიაშვილის შვილმა, ივანე ბეგიაშვილმა, იუკადრისა, რომ ფოტორეპორტიორის ობიექტივში მოხვდა და აგრესიულად ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გედენიძეს. საზოგადოება ერთნაირად აღაშფოთა როგორც გედენიძის ცემის ფაქტმა, ისე გიორგი ბეგიაშვილის საქციელმა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ როდესაც მისი შვილი გედენიძეს ურტყამს, ის ფოტორეპორტიორს იმგვარად იჭერს, რომ მან თავდამსხმელს რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს და თავად კი ბევრი მოხვდეს(!). მეორეც, გიორგი ბეგიაშვილმა, იმის მაგივრად, რომ გედენიძისთვის ბოდიში მოეხადა, მას ინციდენტის ადგილას საქმის ძველბიჭური გარჩევა მოუწყო. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მამა-გიორგი ბეგიაშვილი ძველი ბიჭი არ ყოფილა, ის პოლიციის ყოფილი მაიორი გახლავთ, რომელიც არსებული ინფორმაციით, შსს-დან ძველი ხელისუფლების დროს დაითხოვეს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიზეზით დაითხოვეს ბეგიაშვილი სამსახურიდან, თუმცა შსს-ში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ(?!)

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ირაკლი გედენიძე ის ფოტორეპორტიორია, რომელსაც 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გამო, სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის აგენტობა დააბრალა და რამდენიმე კოლეგასთან ერთად ციხეში გამოამწყვდია. რამდენიმე დღის წინ კი მამა-შვილი ბეგიაშვილები ძველი ზონდერების მეთოდებით გაუსწორდნენ ფოტორეპორტიორს... ეს ფაქტი აქტიურად გაშუქდა მედიაში, თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტელეკომპანია "მაესტრო", რომელმაც ფოტორეპორტიორისადმი სოლიდარობის ნიშნად იმ პარტიებს, რომელთა აქციებშიც ბეგიაშვილები მონაწილეობდნენ, ბოიკოტი გამოუცხადა...

ირაკლი გედენიძე, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი: - ჟურნალისტის ცემა 3.000 ლარი ღირს?! რატომ არ გაითვალისწინეს ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან ჩემ მიმართ მუქარა ისმოდა...

- კიდევ გემუქრებიან?

- მახსენდ­ება ვაზაგაშვილის მკვლელ­ობაში ეჭვმიტანი­ლის მამის ინტე­რვიუ - თუ დამნაშავეა ჩემი შვილი, უნდა დაისაჯოსო. ბეგიაშვი­ლების ოჯახი ახლა კი იხდის ბოდიშს, მაგრამ ეს უფრო ბოდიშის მოხდის მიზნით ბოდიშის მოხდას ჰგავს.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ