ტაძარი ბინაში, სადაც ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა

ტაძარი ბინაში, სადაც ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა

პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთს ცოდვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუნანიებია. მძიმე სენით დაავადებუ­ლი კი ტაძრის გარემონტებაში აქტიურად მონაწილეობდა...

"90-იან წლებში ამ ოჯახში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს"

- ხომ არ იცით, თემქაზე რა ადგილას მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი?­

- მეთერთმეტე მიკრო­რა­იონის პირ­ველ კვარტალში, რვასართულ­იანი სახლის პირველ სართ­ულზე...

- უკაცრავად, მე ტაძარზე გკითხეთ.­

- მეც ტაძარზე გეუბნებით! ამ ტაძარში მამა შოთა წირავს...

- ტაძარი მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა?!..

- არც მე მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე...

სოციალურ ქსელში გამართულ ამ დიალ­ოგს შემთხვევით გადავაწყდი. თემას უამრავი­ ადამიანი ეხმაურ­ებოდა... ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო­, - ნათქვამია და რამდენიმე დღის წინ მითითებულ მისამართს კითხვა-კითხვით მივადექი.

კვიპაროსებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე ჯვრის გამოსახულებიანი კარით შევდივარ. ეზოში აღმა­რთული ჯვარცმით და დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლის ილორის წმინდა გიორგის ხატით ვხვდები,­ რომ სოც­იალურ ქსელში ამოკითხულ მისამა­რთზე ვარ. კართან რამდენიმე ქალბატონი მეგებება... მრავალსართულიანი სახლის პირველ­ სართულზე, სამოთახიან ბინაში, ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა. უკვე 10 წელია, აქ წმინდა გიორგის სახელ­ობის ტაძარია. მრევლით სავსე დერეფნიდან, მთავარ დარბაზში შევდივარ. ფრესკებით მოხატული კედლები, მედავითნეები, საკუ­რ­თხეველი,­ მოძღვარი... წირვის დამთავრების­ შემდეგ, ტაძრის წინამძღვრისგან ვიგებ, რომ ასეთი­ ტაძარი, საქართველოში არ არსებობს.

როგორ იქცა პატრიარქის ბინა ტაძრად

უწმინდესმა და უნეტარესმა რამდე­ნიმე საცხოვრებელი­ ადგილი გამოიცვალა. ბათუმში მოღვაწეობისას თბილისში ჩამოსული სწორედ ამ ბინაში ათევდა ღამეს. 1968-1970 წლებში, როდესაც­ სახლის მშენებლობა დასრულდა, მეუფე ილიას ჰკითხეს, რომელ სართულზე გნებავთ ბინაო, - პირველზე, მიწა­სთან ასე უფრო ახლოს ვიქნებიო... ამ სახლ­ში პატრ­ი­ა­რ­ქის­ მშობლები და დაც ცხო­ვ­რობდნენ.­

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ სიუჟეტი: რას იხსენებენ თემქელები მეზობლად მცხოვრებ მომავალ პატრიარქზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია