"ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"

"ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"

"დაგვიანების ყოველი დღე არასასურველია და ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს"

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ მუშაობა დაასრულა და მთავრობას კრიზისის დასაძლევად რეკომენდაციები მისცა, ლარმა კვლავ ვარდნა დაიწყო და კვირის ბოლოს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,17 ლარის ნიშნულზე გაჩერდა. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს, რადგან მოთხოვნა დოლარზე კვლავ მაღალია. სადამდე "გაცურავს" ლარი, ჯერ უცნობია, ისევე როგორც უცნობია მთავრობის გეგმა, რომელმაც ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის აუცილებლობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმაც შეახსენა. გასულ კვირას, პრეზიდენტთან შეხვედრისას მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეთანხმდა, რომ მთავრობის სავალუტო სტაბილურობის გეგმას 5 მარტამდე წარმოადგენდნენ. გიორგი აბაშიშვილის შეხსენებას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ვადის დათქმით და ვითომ დარღვევით აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

ფაქტია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის "ძიძგილაობა" ლარის კურსსა თუ ფასების ზრდას სასიკეთოდ ვერ წაადგება. მართალია, კრიზისის დასაძლევად მთავრობას გაწერილი გეგმა არა აქვს, მაგრამ ფრაგმენტულად ცნობილია, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ამისთვის დამატებითი ვალის აღებას აპირებდნენ. მთავრობის ამ ნაბიჯს სსფ არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დონორებისგან ფულის სესხებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან დასაძლევია ფუნდამენტური პრობლემები.

მაშინ, როცა ხელისუფლებას ოპონენტებმა გადასახადების შემცირება ურჩიეს, სავალუტო ფონდი, პირიქით, გადასახადების გაზრდას ემხრობა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ფაქტობრივად, ეს ერთადერთი საკითხია, რის შესახებაც სსფ-ისა და მთავრობის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, მხოლოდ "ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია