დავით უსუფაშვილი - ეუთოს გენერალურ მდივანს ვთხოვე, მიგვითითონ პრობლემებზე, რაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია

დავით უსუფაშვილი - ეუთოს გენერალურ მდივანს ვთხოვე, მიგვითითონ პრობლემებზე, რაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია

ეუთოს გენერალურ მდივანს ვთხოვე, გააგრძელონ კრიტიკული დამოკიდებულება და მიგვითითონ, მიგვანიშნონ პრობლემებზე, რაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ეუთოს გენერალური მდივნის საუბრის ერთ-ერთ თემას შიდა დემოკრატიული პროცესები წარმოადგენდა.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ODIHR–სგან საკანონმდებლო პროცესის თაობაზე ძალიან საყურადღებო კვლევა მიიღო, თავისი ძალიან კონკრეტული რეკომენდაციებით.

"ჩვენ ამ რეკომენდაციებს აუცილებლად ყურადღებით განვიხილავთ და დავნერგავთ ცხოვრებაში. დემოკრატიის მიმართულებით მე სტუმარს მოვახსენე იმ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების თაობაზე, რასაც ქვეყანამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიაღწია. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია. ჩვენ გვაქვს ჯერკიდევ ბევრი სამუშაო ბევრი მიმართულებით და ეს მუშაობა გაგრძელდება. სტუმარს ვთხოვე, გააგრძელონ კრიტიკული დამოკიდებულება და მიგვითითონ, მიგვანიშნონ იმ პრობლემებზე, რაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია. წინა ხელისუფლებას ამისი რცხვენოდა და ბევრ რამეს აკეთებდა იმისთვის, რომ არავის მიეთითებინა რაიმე საქმეზე, რადგან მათ ჰქონდათ განცდა, თითქოს სრულყოფილებას მიაღწიეს. ჩვენ ეს განცდა არ გვაქვს. ჩვენ იქით ვთხოვთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ კვალიფიცირებული რეკომენდაციებით დაგვეხმარონ ყველა მიმართულებით, ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა