როგორი ამინდი იქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში

როგორი ამინდი იქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 10 მარტიდან 12 მარტამდე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. მისივე თქმით, 13 მარტიდან ამინდი შეიცვლება და დროგამოშვებით იწვიმებს.

"დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 21 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსი იქნება, ხოლო თბილისში ნისლიანი ამინდი და 10 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდება. 11 მარტს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 12-17 გრადუსი. 13 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია