რატომ ტოვებს საქართველოს მეცნიერი, რომლითაც "ნასაა" დაინტერესებული

რატომ ტოვებს საქართველოს მეცნიერი, რომლითაც "ნასაა" დაინტერესებული

ალბათ, ჩემსავით უამრავი ადამიანი პირველად გაიგებს, რომ ვულკანური ქანის, ბაზალტისგან, საწარმოო ტექნოლოგიური და საქსოვი ბოჭკო, უნიკალური ძაფი მზადდება, რომელიც წარმოუდგენელი მდგრადობით გამოირჩევა.­ ძაფის წარმოების ტექნოლოგია საბჭოთა კავშირის დროს, კიევში მიუღიათ უკრაინელ მეცნიერებს. ძაფს ყველანაირი ბაზალტისგან ვერ დაამზადებ, საჭიროა შეიცავდეს სპეციფიკურ მინარევებს. ასეთი შემადგენლობა კი ყოფი­ლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ ქართულ ბაზალტს ჰქონია. ამიტომაც უკრაინაში ძაფს გასული საუკუნის 70-იანი წლების­ დასაწყისიდან 1994 წლამდე მხოლოდ მარნეულის საბადოდან მოპოვებული ბაზალტით აწარმოებდნენ. უკრაინელ მეცნიერებთან ერთად ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯონი გიგინეიშვილი ერთ-ერთია, ვინც ძაფის გამოყენების უნიკა­ლურ მეთოდებს მიაგნო, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაზე მუშაობას სთხოვს სხვა­დასხვა ქვეყანა, მათ შორის, "ნასა" დიდი ხანია სთავაზობს სამოქმედო პოლიგონს. საქართველოში კი ამით არავინ ინტერესდება...

ჯონი გიგინეიშვილი: - ძაფისგან შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ფორმისა და პროფილის კომპოზიციური მასალა და კონსტ­რუქცია, რომელიც სამჯერ მტკიცე­ და მჩატეა, ვიდრე ფოლადისა და ლითონის კონსტრუქციები. ფილები მოუხეშავი და მძიმეა, ძაფის დაპრესვის შედე­გ­ად კი ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფილას დავამზადებთ... უკვე დაპატენტებული­ მაქვს და ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში ვაწარმოებთ უამრავ მასალას მშენებლობის ყველა­ სფეროში: მანქანათმშენებლობაში,­ სამოქა­ლ­ა­ქო, სამხედრო და საავიაციო სფეროში.

შეგვიძლია ბაზალტის ძაფით დავამზ­ადოთ არმატურა, ნებისმიერი სახის მილი. იქ, სადაც არმირებულ ასფალტსა და ბეტონს ვიყენებთ, უნიკალურია ბაზალტის ძაფი, ჩვეულებრივი არმატურისგან განსხვავებით კოროზიამედეგია. სიმტკიცით ბაზალტთან ვერც ერთი ლითონი ვერ მივა. მე დავამზადე ბაზალტის ძაფით დაპრესილი შიფერისა და კრამიტის შემცვლელი სახურავის მასალები, ბაზალტის ძაფის ნარჩენებისგან მატა­რებლის ხუნდი, შვერილები, მილები. მე ვარ ბეტონის არმირებული კოჭის ტექნოლოგიის­ ავტორი. ეს ტექნოლოგია დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება რუსეთსა და უკრაინაში,­ მაგრამ საქართველოში - არა. თუ სახელმწიფო ინებებს ქარის გენერატო­რების დადგმას, შემიძლია დავამზადო გენერატორები, დგარები, პროპელერები... არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდება,­ მეტიც, შევძლებთ ექსპორტზე მის გატანას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია