თელავში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პოლიციის თანამშრომელმა გაქცევა მოახერხა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მკვლელობის თვითმხილველმა ავთო ხვისტანმა განუცხადა, "პოლიციის თანამშრომელი მოვიდა, ესროლა ორივე ძმას და გაიქცა".
30 წლამდე ასაკის ძმებ ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს რამდენიმე წუთის წინ, თელავში, ე.წ. "სამხედრო ქალაქთან", საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესწროლეს. სროლის შედეგად ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილები საცხოვრებელ სახლთან მდებარე მაღაზიაში ავტომანქანის ზეთით ვაჭრობდნენ. მეზობლები მათ დადებითად ახასიათებენ. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში