"თინე­ი­ჯერი გოგონები სათამაშო ფულის საშოვნელად ონლაინსექსით არიან დაკავებუ­ლი"

"თინე­ი­ჯერი გოგონები სათამაშო ფულის საშოვნელად ონლაინსექსით არიან დაკავებუ­ლი"

აზარტული თამაშების შესახებ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას "ლუდომანია - "შავი ჭირი", რომელიც თაობებს ანადგურებს", მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა. მოქა­ლ­აქეები იმ თავზარდამცემი მდგომარეობის შესახებ გვიამბობენ, რაშიც თვითონ და მათი ახლობლები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მკითხველი, გიორგი, აზარტული თამაშებით გატაცებული არ არის, მაგრამ ინტერნეტში გოგონების გაცნობის დიდი გამოცდილება აქვს. ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრი თინე­ი­ჯერი გოგონა თამაშობს ინტერნეტკაზინ­ოში და იმისათვის, რომ ფული იშოვონ, ონლაინპროსტიტუციასაც კი მიმართავენ.

გიორგი: - "უცნობმა გოგონამ სკაიპში შემომთავაზა, შენთვის გავიხდი, თუ კაზინოს­ ანგარიშზე ფულს ჩამირიცხავო. ამ ტიპის მო­მსახურებას უმეტესად თინეიჯერი გოგონები გვთავაზობენ. ტარიფებიც სხვად­ა­სხვა აქვთ, 10 ლარიდან ზევით. ერთხელ თუ ჩაურიცხე ფული, მერე აღარ მოგასვ­ე­ნებენ, ყოველ საღამოს შეგეხმია­ნ­ე­ბიან და მათი მომსახურების ასორტიმენტიც­ იზრდება - გთავაზო­ბენ სექსს სკაიპით. ალბათ, კლიენტ­ები ჰყავთ, თორემ ონლაინსექსით, თუ პროს­ტიტუციით­ ამდენი­ გოგონა ხომ არ იქნებოდა დაკავებუ­ლი?! საგანგაშო მდგომარეობაა. არასრულწლოვანები რომ ასეთ დღეში არიან, მათგან ჯანსაღი დედები დადგებიან?! მეგობ­რებისგან ვიცი, ქალის სახელით ფულის ჩარიცხვას მამაკაცებიც გთხოვენ­. თაღლი­თობენ, ისინი ჯერ შიშველი­ ქალების ფოტოებს გიგზავნიან, ცდილობენ, დაგაინტრიგონ და ფულის გადახდაზე დაგიყო­ლიონ იმ პირობით, რომ როგორც კი თანხა მათ ანგა­რიშზე დაჯდება, გაიხდიან.­ ხალხს ფსიქიკური პრობლემები, გადახრები აქვს გემბლინგის გამო. ყველაფერზე მიდიან სათამაშო ფულის ხელში­ ჩასაგდებად."

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტ გიორგი ბახტურიძის აზრით, თუ სახელმწიფო კაზინოების მოქმედებას კანონით არ შეზღუდავს, კატასტროფულ შე­დეგს მივიღებთ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია