"კატასტროფული ვითარება გვაქვს" - როგორ აისახა ლარის კრიზისი ქართულ სილამაზის სალონებზე

"კატასტროფული ვითარება გვაქვს" - როგორ აისახა ლარის კრიზისი ქართულ სილამაზის სალონებზე

დოლარის კურსის აწევა ყველა სფეროს მტკივნეულად შეეხო - დახურვის რეალური საფრთხის წინაშე არიან სილამაზის სალონები, რომლებიც კლიენტების საგრძნობლად შემცირებაზე საუბრობენ.

"15 წელია ჩვენი სალონი მუშაობს და ასეთი მკვდარი სეზონი კარგა ხანია არ მახსოვს. 2008 წლის ომის დღეებშიც კი მხოლოდ ერთკვირიანი ჩავარდნა გვქონდა, ახლა გაცილებით კატასტროფული ვითარება გვაქვს - რომელ მოგებაზეა ლაპარაკი? თვის ბოლოს ფართის ქირას როგორ გადავიხდით, არ ვიცი," - გვითხრა ერთ-ერთი სილამაზის სალონის მფლობელმა მარიამ სანადირაძემ. მისივე თქმით, იგივე სიტუაციაა სხვა სალონებშიც, სადაც სტილისტები მხოლოდ ძველ, ე.წ. თავის კლიენტურაზე მუშაობენ.

"ორ თვეზე მეტია, ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლება. მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. ამ თვეში, ჩემს გარშემო უკვე დაიხურა ორი სალონი. არადა გზაფხულის მოსვლა პირდაპირ უკავშირდებოდა კლიენტების მატებას. წინა თვეში ფართის ქირის თანხა და კომუნალური გადასახადები ძლივს დავფარეთ. სტილისტებს კუთვნილი გასამრჯელოს ნახევარი მივეცი. კრიზისი სალონში არსებული მომსახურების ყველა სპეციალისტს შეეხო", - ამბობს მარიამ სანადირაძე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია