ლარის უახლესი ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში

ლარის უახლესი ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.18 ლარია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 12 მარტიდან 1 დოლარის ოფიციალური ფასი 2.1850 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი 2.1839 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, 12 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3098 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3497 ლარს შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია