რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი ყირიმშიც განათავსოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი ყირიმშიც განათავსოს

რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის ყირიმშიც განათავსოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ულიანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმა არ არსებობს. "რა თქმა უნდა, რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი თავის ნებისმიერ ტერიტორიაზე განათავსოს, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევს", - აღნიშნა ულიანოვმა.

მისი თქმით, ამერიკის ქმედებები, რომელიც მოკავშირე ქვეყნების პილოტებს ბირთვული იარაღის გამოყენებას ასწავლის, საფრთხეს უქმნის გლობალურ სტრატეგიულ უსაფრთხოებას და ბირთვული განიარაღების მომდევნო ნაბიჯებს პრობლემატურს ხდის. 2014 წელს ყირიმში რუსეთის ბირთვული შეიარაღების განთავსება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?

"ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ" - ენტონი ფაუჩი