"ამბობენ, პირდაპირ თავში დაიხალა ტყვიაო" - რატომ მოიკლა 28 წლის პოლიციელმა თავი?!

"ამბობენ, პირდაპირ თავში დაიხალა ტყვიაო" - რატომ მოიკლა 28 წლის პოლიციელმა თავი?!

"ბიჭი ბოლო დროს შეშლილივით დადიოდა. იმ დილასაც მამის სანახავად უნდა წასულიყო თურმე და წამალი მიეტანა; როგორც ჩანს, წამლის ფული აღარ ჰქონდა... როგორც გავიგე, სამსახურეობრივი იარაღით მოიკლა თავი"

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, 28 წლის შოთა ვაშაკიძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ თავი მოიკლა. რატომ უნდა დაესრულებინა პოლიციელს სიცოცხლე თვითმკვლელობით, ამაზე ლაპარაკი ახლობლებსა და კოლეგებს უჭირთ. შოთა ვაშაკიძე სოფელ ბანოჯაში ცხოვრობდა და მშობლიური სოფლიდან სამსახურში ყოველდღე დადიოდა. ამბობენ, რომ ის პასუხისმგებლიანი და გულთბილი ადამიანი იყო. "რთული ცხოვრება კი ჰქონდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე დაასრულებდა." - გვითხრა მისმა თანასოფლელმა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური პრობლემები გამხდარიყო. აი, რას ყვება მისი თანასოფლელი (გვარ-სახელი შეცვლილია).

ლადო მხეიძე:

- შეძრწუნებული ვართ მომხდარით, უწესიერესი ბიჭი იყო, მხიარული და თბილი. ოჯახიც არაჩვეულებრივია, შოთას მამაც ყოფილი პოლიციელია, - ათასი უბედურება გამოიარა იმ კაცმა, აფხაზეთის ომში იბრძოდა: - კაცები ომობენ და მე სოფელში, ბუხართან რა გამაჩერებსო!.. წავიდა და ბოლომდე იომა. ომში მძიმედ დაიჭრა, მაშინ კი გადარჩა და ფეხზეც დადგა, მაგრამ ომიდან დაბრუნებულს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის შვილი დაეღუპა... შოთა იყოს მაგის იმედი. უკვე ასაკში ალბათ ამდენი დარდისა და ნერვიულობის მიზეზით ჭრილობებმა გაუხსენა და ერთბაშად წაიქცა კაცი. ეგონათ, ვუმკურნალებთ და მდგომარეობიდან გამოვაო, მაგრამ სულ უარესად და უარესად ხდებოდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია