რამ განაპირობა დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში და რას შეცლის ახალი ეკონომიკური გუნდი დედაქალაქის ცხოვრებაში

რამ განაპირობა დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში და რას შეცლის ახალი ეკონომიკური გუნდი დედაქალაქის ცხოვრებაში

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. თბილისის ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მერის მოადგილედ ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნენ. მათ ამ თანამდებობაზე ალექსანდრე მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე შეცვლეს. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა ჯაჭვლიანი დაინიშნა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი კი გიორგი გურგენიძე იქნება.

ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიაში ტრანსპორტის, ეკოლოგიის, სპორტის, ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებებს ჩაიბარებს. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც დღეს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ წარადგინა.

ლექვინაძის თქმით, ამ პოსტის დაკავება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და საინტერესო გამოწვევაა, რისთვისაც ლექვინაძემ თბილისის მერს დავით ნარმანიას და თბილისის მერიის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.

"ჩემი მმართულებები მერის მოადგილის პოსტზე იქნება ტრანსპორტი, ეკოლოგია, სპორტი, ახალგაზრდობა და განათლება. პირველ რიგში, მე აქტიურად გავეცნობი სამსახურების მუშაობას, თანამშრომლებს", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მოხდება განხილვა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა.

"ჩვენი მიზანი იქნება, ამ პროექტების სიკეთეები მაქსიმალურად გავრცელდეს თითოეულ თბილისელზე და აქტიურად მივიდეს ამ პროექტების რეალიზაცია იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც ეს არის გათვლილი", - განაცხადა ლექვინაძემ.

ოპონენტების ცალკეული ხედვები და მოსაზრებები ჩვენი ხედვებისა და მოსაზრებებისგან დიამეტრულად განსხვავებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამ განაპირობა თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები და ხომ არ უკავშირდებოდა ეს ოპონენტების იმ განცხადებას, რომლებიც თბილისის მერის მუშაობას არაეფექტურად აფასებენ.

"თქვენ იცით, რომ ოპონენტების ცალკეული ხედვები და მოსაზრებები ჩვენს ხედვებთან და მოსაზრებებთან დიამეტრალურად განსხვავებულია. ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს იმის გამო, რომ მართვისა და მუშაობის განსხვავებული პრინციპები გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ, ჩვენ ვმუშაობთ პრინციპულად, ჩვენ ვმუშაობთ შედეგებზე ორიენტირებულად, რაც მათი მმართველობის დროს არასდროს ხორციელდებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ იმავე პოზიციაზე ვრჩებით და მომავალშიც დავრჩებით", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, რამ განაპირობა გუნდში მეტი ადამიანების შეყვანა, რომელთაც აქვთ ეკონომიკური განათლება, თბილისის მერის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მეტი საინვესტიციო პროექტების განხორციელება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"დედაქალაქმა, როგორც ერთ-ერთმა მსხვილმა თვითმმართველმა ერთეულმა, მხარი ავუბით ამ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის ფერხულში ჩავდექით. მნიშვნელოვანია ის, რომ მეტი ეკონომიკური საინვესტიციო პროექტი განვახორციელოთ დედაქალაქში, რათა ამით ეკონომიკურ განვითარებას შევუწყოთ ხელი და სოციალური კეთილდღეობა დასაქმებული ადამიანებისა, გაიზარდოს", - განაცხადა ნარმანიამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მიხედვით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა