რა ქონებას ფლობს ვაკის ახალი გამგებელი

რა ქონებას ფლობს ვაკის ახალი გამგებელი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე ქალაქის მერმა ვაკის გამგებლად დანიშნა.

აბაშიძეს ქონებრივი დეკლარაცია  2014 წლის 16 იანვარს აქვს შევსებული. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ის არცერთი სახის უძრავ თუ მოძრავ ქონებას არ ფლობს. მისი მიმდინარე საბანკო ანგარიშებიც მხოლოდ სახელფასოთი შემოიფარგლება, რომელზეც დეკლარაციის შევსების მომენტში 3 700.00 ლარი ირიცხებოდა.

აბაშიძის წინა წლის (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის) პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას 19 925.00 ლარი შეადგინა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში, მან ხელფასის სახით 8 765.70 ლარი მიიღო.

სხვა სახის ფასიანი ქაღალდები და საბანკო ანგარიშები აბაშიძის სახელზე არ ფიგურირებს.

რა შეეხება აბაშიძის მეუღლეს, ნატალია მეძმარიაშვილს, მის სახელზეა 150 კვ.მ და 70კვ.მ ფართობის ბინები ჭავჭავაძეზე, 120 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 602.კვ.მ ფართობის მიწა ბეთანიაში. იგი 2007 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა toyota rav 4-ის მფლობელია.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა