კახა კუკავა გაათავისუფლეს

კახა კუკავა გაათავისუფლეს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

პარტია ინციდენტთან დაკავშირებით დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას "თავს დაესხა" ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. "შსს-ს თანამშრომლებმა ინციდენტის შემდეგ, გაუგებარი მიზეზით კახა კუკავა დააკავეს", - აცხადებდნენ პარტიაში.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახა კუკავას დაკავება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, კუკავას "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

"როცა ლადო სადღობელაშვილის დაკავება და იზოლატორში მისი გადაყვანა ხდებოდა, მაშინ კახა კუკავას მასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. შესაბამისად, მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე", - განაცხადეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ