სერგო რატიანი - თქვენი დრო დამთავრდა, მთავრობა უნდა გადადგეს

სერგო რატიანი - თქვენი დრო დამთავრდა, მთავრობა უნდა გადადგეს

იმის გამო, რომ თქვენ ქვეყანა გააღარიბეთ და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის არავითარი გეგმა არ გაქვთ, თქვენი დრო დამთავრდა, მთავრობა უნდა გადადგეს. აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობას და მმართველ გუნდს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სერგო რატიანმა მიმართა.

რატიანის თქმით, მინისტრების განცხადებებმა და შეფასებებმა მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. დეპუტატის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა, რადგან დაგეგმილია 500 მილიონიანი საბიუჯეტო სეკვესტრი. "5 მილიარდი ეკარგება ქვეყნის ეკონომიკას და ამბობთ, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის. როცა ჰიგიენური საშუალებების ხარჯების შემცირებას გეგმავთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საგანგაშოა", - განაცხადა რატიანმა საკომიტეტო სხდომაზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეფასებით, მთავრობას წინასწარ უნდა განესაზღვრა ის რეგიონული პრობლემები, რაც ამჟამად არსებობს და სათანადო პროგნოზირებით დაეგეგმა ბიუჯეტი. მათივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები გამოწვეულია მთავრობის პოლიტიკით, კერძოდ, გაუაზრებელი რეგულაციების შემოღებით და მასშტაბური პროექტების, მსხვილი საინვესტიციო პროექტების შემცირებით.

პარლამენტში თითქმის 6 საათია, რაც საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, საკომიტეტო სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმინეს. ასევე მოისმინეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაცია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა