ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

გთავაზობთ ფრაგმენტებს ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა პუტინას მოგონებიდან ო. ბლოცკის წიგნის, "ვლადიმირ პუტინი: გზა ხელისუფლებისკენ" (მოსკოვი, 2002 წ.), მიხედვით.

კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მშობლებთან… მან იმდროისთვის ყველაზე მოდური სტერეოსისტემა "როსია" შეიძინა და ამის აღსანიშნავად მე და თავისი მეგობრები შინ მიგვიპატიჟა…

სამზარეულოში შევედი. იქ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის დედა, მარია ივანოვნა დამხვდა. საუბარი დავიწყეთ. ამასობაში სამზარეულოში ალექსეი (ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მეგობარი, რომელმაც ისინი ერთმანეთს გააცნო) შემოვიდა და მარია ივანოვნას ჰკითხა, – ლუდა თუ მოგწონთო. კი, როგორ არა, არაუშავს, მაგრამ ვალოდიას უკვე ჰყავდა ერთი ლუდა, კარგი გოგო იყოო და… აღარ გაათავა იმ ლუდას ქება-დიდება. ცრემლები მომაწვა, კინაღამ ტირილი დავიწყე…

ჩვენს ურთიერთობას მართალია არ ახლდა რომანტიკული აღტაცებანი, მაგრამ, სამაგიეროდ, სტაბილური ნამდვილად იყო. ეგაა – უცნაური კანონზომიერება სდევდა თან: ორი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე, არ ვიცი, რა დაგვემართა – ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვსაყვედურობდით… ჩვენი ურთიერთობა წუთიერი გატაცება არ ყოფილა. პირველად, ჩემს სიცოცხლეში მამაკაცს ნელ-ნელა მივეჩვიე და შემიყვარდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია