დავით კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდა

დავით კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდა

დავით კეზერაშვილს 7 ნოემბრისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე, ბრალი დაუმძიმდა. როგორც პროკურატურის დატოვების შემდეგ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, კეზერაშვილს ბრალად დაედო უკანონო თანხების ლეგალიზაცია. საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით დაწყებულ დავებს, რომელიც 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდს ეხება.

"კეზერაშვილის მიმართ, 8 თვის წინ წარდგენილი ბრალდება გადააფასეს და თუ ადრე კეზერაშვილს მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ, ახლა მას ბრალად წარუდგინეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რაც მიზნად ისახავს ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგი უგულავასთვის ხელახალი პატიმრობის შეფარდებას, რადგან უგულავას პატიმრობის ვადა 2 აპრილს ეწურება", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, უგულავას და მერაბიშვილს ხვალ, 10:00 საათზე, 7 ნოემბრის საქმეზე ბრალს ე.წ. მატროსოვის ციხეში დაუზუსტებენ. ბექა ბასილაიას განცხადებით, ბრალის დამძიმების შემდეგ, პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ. "სითი პარკიდან" თანხების უკანონო ლეგალიზაციის საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2 აპრილს ეწურება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ