"ხვიჩა იმ სტუმარს გადაეფარა, ვის მოსაკლავადაც მოიტანა მკვლელმა ავტომატი" - ტრაგედია მესტიაში

"ხვიჩა იმ სტუმარს გადაეფარა, ვის მოსაკლავადაც მოიტანა მკვლელმა ავტომატი" - ტრაგედია მესტიაში

"გვეგონა, მთავრობის ცვლილებით ქვეყანა გამოსწორდებოდა, ვითარება უკეთესობისკენ წავიდოდა და პირიქით მოხდა, სააკაშვილის დროს ვინ გაბედავდა საამსახურის იარაღის აღებას და კაცის მოკვლას! ყველაფერი უკან და უკანა მიდის!" - ამგვარი ინტერპრეტაციით აფასებენ მესტიელები პოლიციელის მიერ მეორე პოლიციელის მკვლელობას. ოფიციალური ინფორმაციით, მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ყოფილი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული კახა მარგიანი უკვე დაკავებულია. გამოძიებას პროკურატურა განზარხ მკვლელობის მუხლით აწარმოებს დაბა მესტიაში, სადაც ყველა ერთმანეთთან ახლობლობს, 4 შვილის მამის, 50 წლის ხვიჩა რატიანის სიკვდილით აღშფოთებულები არიან. ხელისუფლების ცვლილებამდე ის სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის გადააყენეს, თუმცა ყოფილ თანამშრომლებთან კვლავ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ყოფილი უფროსი მისდამი დაქვემდებარებულმა პოლიციელმა, 30 წლის კახა მარგიანმა ავტომატით დაცხრილა. მკვლელობა გამთენიის 4 საათზე მოხდა.

ლაშა ფალიანი, დაბა მესტიის მცხოვრები:

- ყველანი ცუდად ვართ, კაცი არაფრის გამო მოკლეს და თანაც ვინ მოკლა? - კაცმა, რომელსაც უპატრონა და ფეხზე დააყენა! მკვლელიც მესტიელია, მაგრამ აქამდე არ შეგვიმჩნევია ასეთი ბოღმიანი და პათოლოგი თუ იყო. ეტყობა ვერც საწყალმა ხვიჩამ შეამჩნია, თორემ თავისთან სამსახურში ხომ არ მიიყვანდა? კაცს ენდო, მუშაობა დააწყებინა, იმან კი ესროლა და მოკლა!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ