ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაანონსებული აქციაა. სტუდიის სტუმრებმა მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს.
გია თორთლაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ არ იცის, რა უნდა და როგორ იმოქმედოს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუკრი ქანთარიას გაღიზიანება მოჰყვა.
ქანთარიას განცხადებით, თორთლაძის ბრალდებები თითქოს ქვეყანას უუნარო მთავრობა ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება და მისი განცხადებები მისივე "ელასტიურობიდან" გამომდინარეობს.
"გია თორთლაძე გარკვეული ელასტიურობით გამოირჩევა, ამიტომ მე ეს არ მიკვირს", - განაცხადა ქანთარიამ. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების უმეტესობა "ქართულმა ოცნებამ" გადაჭრა, თუმცა არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
გია თორთლაძის შეფასებით, ქვეყანა დგას მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უუნარობის წინაშე.