ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხი "ხორცის სკანდალზე"

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხი "ხორცის სკანდალზე"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბაღებში ბავშვების უვარგისი ხორცით კვების შესახებ. უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე ბაღებში უხარისხო ხორცპროდუქტების შეტანის კორუფციულ სქემაზე საუბრობდა და იმასაც ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებში მოწამვლის ფაქტები იყო დაფიქსირებული. "ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ღებულობს 7-ლარიან ხორცს, რითაც წამლავენ ჩვენს პატარებს", - განაცხადა ბურჯანაძემ

ამ ფაქტს მყისიერად გამოეხმაურა ბაღების მართვის სააგენტო, რომელმაც კატეგორიულად უარყო ბურჯანაძის გავრცელებული ინფორმაცია. მშობლების დასამშვიდებლად, ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, სპეციალურად ჩვენი საიტისთვის გაკეთებინა კომენტარი ამ თემაზე:

- მინდა, 52 000-ზე მეტი აღსაზრდელის მშობელს მივმართო და ვუთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდული და არ შეესაბამება სიმართლეს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ყველაზე მკაცრი კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ არის კვების მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულად ხორც-პროდუქტებს, სანამ ის შევა ბაღში, მანამდე გადის ვეტერინარულ შემოწმებას, რის საფუძველზეც კონკრეტულ მიმწოდებელს შემოწმებული ხორც-პროდუქტების შემოწმების დოკუმენტი მიაქვს საბავშვო ბაღის დირექტორთან, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს ხარისხის სერთიფიკატს, რის შემდეგაც ვიზუალურად ხდება მისი დათვალიერება და შემდეგ ხორცი გადადის კვების ობიექტში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია