"ამის ნახვის შემდეგ დათრგუნული ვარ, რომ ასეთ საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობ" - ყუშიტაშვილი მონაზვნების ცხოვრების დეტალებზე

"ამის ნახვის შემდეგ დათრგუნული ვარ, რომ ასეთ საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობ" - ყუშიტაშვილი მონაზვნების ცხოვრების დეტალებზე

ეკა ყუშიტაშვილი ურბნისის დედათა მონასტერში მოღვაწე მონაზვნების გაჭირვების შესახებ წერს. ამბობს, რომ იქ იმყოფებოდა და დათრგუნულია მონაზვნების ტრაპეზით, რომელიც, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ვერმიშელით შემოიფარგლება.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტი

სტილი დაცულია

"მოკლედ ამ პოსტის დადება არ მინდოდა, მაგრამ მომიწია, რადგან გული მეტკინა ძალიან....

შემოდგომით ვიყავი "ურბნისის დედატა მონასტერში" და იქ ვხედავდი როგორ ცხოვრობდნენ 15-20 დედაო და რას ამზადებდნენ ტრაპეზზე. დღეში ორჯერ დილით 10 საათზე და საღამოს 5 საათზე მათი ტრაპეზი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვერმიშელით ... იმდენად ურჯულო და ურწმუნო ადამიანები ცხოვრობენ დღეს საქართველოში რომ ისიც კი არ უნდათ ეკლესია მონასტერს ყველაზე ელემენტარული შესაწირი გაუკეთონ, ამ ფაქტის ნახვის შემდეგ დღემდე დათრგუნული ვარ, რომ ასეთ საშინელ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება...გამოდიან ვიღაც იდიოტები უჯიშოები და გრძელ ენას იქნევენ და სასულიერო პირებს ლანძღავენ საჯაროდ...

გავიდა დრო და მოვხვდი ერთ-ერთ სუფრაზე სადაც უწმინდესის და უნეტარესის სადღეგრძელოს მიირთმევდნენ ჩემი მეგობრები, ამის შემდეგ წამოიჭრა თემა, რომ თურმე ჩემი ერთ-ერთი მეგობარი პატვის არ სცემდა სასულიერო პირებს, და რატომ იცით??? თურმე ერთ ერთ მამაოს რომელსაც მე პირადად ვიცნობ , ბაზარში შემოწირული ცხვარი გაუყიდია... ამის გამო ლანძღეს მამაო... ამასობაში იმ ეკლესიაში, სადაც ეს მავანი მამაო მსახურობს (სახელს გვარს არ ვაკონკრეტებ) სანთლის ფულიც არ აქვთ, თვეში ყველაზე მეტი 25 ლარი აქვთ შემოწირულობა 3 მილიონიან ქვეყანაში თვეში 25 ლარი, უი ეს რა გაუკეთებია მამაოს რატო ეს ცხვარი არ შეჭამა ხორცად და რატო გამოიყენა ეს ფული თუნდაც შეშის საყიდლად ან ელემენტარული რაღაცისთვის... თქვენ ხომ სკდებით ბარებში რესტორნებში , ხომ ცხოვრობთ კარგად და რაში გაინტერესებთ თქვენი შვილებისთვის ვინ ილოცებს და ვინ როგორ გაიტანს თავს.. არ მინდა მეზიზღება ესეთი დაუნახავი ადამიანები და ერთი წამით აქ გაჩერებაც აღარ მინდა.......პატივი ეცით ხალხნო ერთმანეთს, ჩვენს სასულიერო პირებს, თქვენ რომ წელიწადში ერთხელ ლოცულობთ გაჭირვების ჟამს, ისინი დგეში რამოდენიმეჯერ ლოცულობენ თქვენთვის....", - წერს ყუშიტაშვილი.

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"