ქუთაისი Liberteens-ის მასშტაბური პროექტის მოლოდინში - "გიკი გოგო" თბილისელ და ქუთაისელ მოზარდებს გააერთიანებს

ქუთაისი Liberteens-ის მასშტაბური პროექტის მოლოდინში - "გიკი გოგო" თბილისელ და ქუთაისელ მოზარდებს გააერთიანებს

პირველად ქუთაისში, მკითხველის თხოვნით, დღეს, 14 მარტს "ბიბლუსის" მაღაზიაში პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი, ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" გაყიდვაში ქართულ ენაზე გამოვა.

ქუთაისში თბილისიდან Liberteens-ის წევრები მიემართებიან. მათთან ერთად იმყოფება Ambebi.ge-ს კორესპოდენტი, რომელიც ქუთაისში ჩასვლამდე ახალგაზრდებს განწყობებსა და მოლოდინებზე ესაუბრა.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ რეგიონში გასვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია მათთვის. როგორც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ხატია მარტიაშვილი ამბობს, Liberteens-ის მასშტაბები იზრდება და აქციის ქუთაისში ჩატარება გადაწყდა იმიტომ, რომ ამ რეგიონიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო.

"გვაქვს კარგი განწყობა, გზაში ვერთობით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე აქციები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება", - განაცხადა ხატია მარტიაშვილმა.

კიდევ ერთი მონაწილე ლევან ჭყონია იმედოვნებს, რომ ქუთაისელი თინეიჯერები ამ აქციას დადებითად შეხვდებიან და თბილისელი ახალგაზრდების მსგავსად, მათაც მიეცემათ საშუალება, "გიკი გოგო" ფასდაკლებით შეიძინონ.

როგორც  "პალიტრა L"-ში აცხადებენ, დღეს ქუთაისის "ბიბლუსში", მხოლოდ ერთი საათით, 10 ლარის ნაცვლად წიგნი 3 ლარად გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ წიგნი პროექტის Liberteens ფარგლებში გამოიცა. თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც Liberteens-ის წევრები არიან.

პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის "თუ დავრჩები"-ს აქციის დღეს მაღაზიასთან მისული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500-ს მიაღწია.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია