რჩევები მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს

რჩევები მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს

ბიზნესში წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი სწორი პროგნოზის გაკეთებაა. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც დამწყები ბიზნესმენის პროგნოზი არ ამართლებს და რაც არ უნდა კარგი იდეა ჰქონდეს, ბიზნესს წარმატება არ მოაქვს.

თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს მძაფრი კონკურენციაც. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მცირე ბიზნესისთვის ყველა სფერო ათვისებულია, გთავაზობთ იმ რამდენიმე საქმიანობას, რომელიც უცხოელი ბიზნესანალიტიკოსების განცხადებით, 2015 წელს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი იქნება.

"უსაფრთხო" საკვები

გლობალური დაბინძურების ეპოქაში ჯანსაღი საკვები სულ უფრო მოთხოვნადი გახდა. მართალია, ცხოვრების სწრაფი რიტმიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი ბურგერებითა და ჰოთ-დოგებით უწევს შიმშილის მოკვლა, თუმცა ყველა მათგანი აცხადებს, რომ ბოლო ხანს უპირატესობას "უსაფრთხო" საკვებს ანიჭებს. ამიტომ, ბიზნესანალიტიკოსები გირჩევენ, მოიყვანოთ ნატურალური ბოსტნეული და ხილი და ეს სარფიან ბიზნესად აქციოთ.

დამამშვიდებელი სასმელი

დამამშვიდებელი და არა - ენერგეტიკული სასმელი. თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც მუდმივი სტრესისა და ხმაურის ქვეშ უწევს ცხოვრება, ბოლო პერიოდში სწორედ დამამშვიდებელ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. ამერიკაში 70 მილიონზე მეტი ადამიანი რელაქსაციის მიზნით სწორედ ასეთ სასმელს მოიხმარს. მოთხოვნიდან გამომდინარე, ამერიკაში ადგილობრივი ბაზარი მომხმარებელს 450 ტიპის სხვადასხვა დამამშვიდებელ სასმელს სთავაზობს, თუმცა მსგავსი სასმელების ბაზარი ჯერ სრულად არ არის ათვისებული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია