ბიძინა ივანიშვილი - მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა

ბიძინა ივანიშვილი - მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა , - ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა.

"თავისუფალი მედიის აუცილებლობა ყოველთვის ხაზგასასმელია. ჩვენ ეს მივიღეთ 2012 წლის არჩევნების შემდგომ. მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების ზეწოლის მხრიდან. მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის უნიკალური დრო, როცა მედიასაშუალებებს მოვლენების თავისუფლად გაშუქების საშაულება აქვთ.

ივანიშვილის განცხადებით, საარჩევნო ყუთთან მისულმა უნდა იცოდე, ვის აძლევ ხმას, თუ გინდა, ახალი უბედურება არ მიიღო.

"საზოგადოებას შეუძლია, ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რისი სურვილიც მას აქვს, თუ იქნება აქტიური, ცნობიერების განცდა გაიზრდება და საზოგადოება მთლიანად მოახერხებს სწორად შეარჩიოს, შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება – ეს არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მთავრობა, როგორიც სურს საზოგადოებას. სხვა მექანიზმი არ არსებობს. შესაბამისად, ძალიან უნდა გავიზარდოთ და ეს ჩვევები გავამახვილოთ, რომ არ გავიზიაროთ უახლოესი წარსული და ის უბედურება, რაც იყო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ხელისულება.

მისი თქმით, მარტო საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდება საკმარისი არ არის და არჩევნებამდე ყურადღებით უნდა მოეკიდონ მედიასაშუალებებით გადაცემულ ინფორმაციას.

"ზოგიერთ ქვეყანაში, მე მგონი, კანონითაც კი სჯიან, ვინც არ მიდის არჩევნებზე, მაგრამ შეგნებითაც უნდა გააცნობიეროს თითოეულმა მოქალაქემ, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, სახელმწიფო აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. ამისათვის აუცილებელია, კარგად ერკვეოდე პოლიტიკურ პროცესებში; აუცილებელია, არჩევნების ყუთთან მისულმა იცოდე, ვის აძლევ ხმას, თუ გინდა, ახალი უბედურება არ მიიღო, მსგავსი იმისა, რაც გვქონდა უახლოეს წარსულში და ეს სამსახური, რაც გაგვიწია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დააჩქაროს შემეცნების და შეგნების გაზრდის პროცესი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა