"საშინაო დავალებას ასრულებს" - მიხეილ ხუბუტია პუტინის ადგილსამყოფელისა და ვერა პუტინას შესახებ

"საშინაო დავალებას ასრულებს" - მიხეილ ხუბუტია პუტინის ადგილსამყოფელისა და ვერა პუტინას შესახებ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 მარტის შემდგე საჯაროდ არ გამოჩენილა. "იმედის კვირაში" პუტინის მიუთიურ გაუჩინარებასთან დაკავშირებით შეკითხვით მის ქართველ მეგობარსა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარეს მიხეილ ხუბუტიას მიმართეს, რომელიც ასევე პუტინის საკონსულტაციო საბჭოს წევრია. ბიზნესმენს საქართველოში მცხოვრები ვერა პუტინას შესახებაც ჰკითხეს, რომლის შესახებ დადის ხმები, რომ პუტინის დედაა.

"დიდ მადლობას გიხდით პუტინის მეგობრად რომ მაცხადებთ, ბედნიერი ვიქნები მისი მეგობარი რომ ვიყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი პიროვნებაა, მაგრამ არ ვარ, სამწუხაროდ. სრულიად გარწმუნებთ, რომ არის რუსეთის ტერიტორიაზე, ნეტავ მე ვიყო ისეთი ჯანმრთელი როგორიც ბატონი პუტინია. და როგორც თავად ხშირად ამბობს, რაღაც საშინაო დავალებას ასრულებს, ან თავის საოჯახო საქმეებს აგვარებს. პუტინი მამაკაცია და ბავშვი თვითონ არ გაუჩნდება და თუ ვინმეს ბავშვი გაუჩნდა მე არც აკოშელი არა ვარ, არც ექიმი, არც გინეკოლოგი, რომ მაგის მოწმე ვიყო. ჯანმრთელად არის. ეს უკვე პრესსამსახურმა განაცხადა და მეც ვიმეორებ. მეტს ვეღარაფერს ვეღარ გეტყვით. ბოლოს 5 მარტამდე ტელევიზით ვნახე.

ვერა პუტინას შესახებ არაფერი მსმენია და ალბათ მითია. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მაგ ოჯახს", - განცხადა მიხეილ ხუბუტიამ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: თეთრი სახლის პირველი კომენტარი პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჭორებზე

მე ვლაპარაკობ იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც როცა გაიგეს თქვენი ცემის ამბავი, თქვეს: ვახ, მაგათ მარჯვენას ვენაცვალეო - დუტა სხირტლაძე მიხეილ ხუბუტიას

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია