ივანიშვილს სურდა 20/30 საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო...

ივანიშვილს სურდა 20/30 საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო...

ყოფილ პრემიერ-მინისტრს სურდა, გადაცემა 20/30 საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო, თუმცა კითხვებს და მედია-ბალანსის დარღვევას თავი აარიდა. ასე განმარტა ივანიშვილმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რატომ შეირჩა გადაცემა 20/30-სთვის ტელეკომპანია "ჯი-დი-ესი".

"ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო, მაგრამ არგუმენტირებული კითხვები გაჩნდებოდა ოპოზიციის მხრიდან, რატომ მაინც და მაინც ივანიშვილის პროექტიო და ამას თავი ავარიდე. ამასთან ერთად, თვითონ პროექტის დახვეწა მიდიოდა და ჯერ კიდევ არ ვართ კმაყოფილი ჯგუფის წევრები, მაგრამ დროში გავაუმჯობესებთ. ამ პროცესის მოთმენა საზოგადოებრივზე რთული იქნებოდა. რატომ კერძო ტელევიზია არა?! – ძალიან ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ის მედია-ბალანსი, რაც ახლა არსებობს, ჩემი ჭარბი რესურსებით არ დავაზიანო. ალბათ, მქონდა საშუალება, მოვლაპარაკებოდი კერძო ტელევიზიებს, მაგრამ მათი დღევანდელი ფუნქცია და ის ბალანსი, რაც არსებობს მედიასივრცეში, დაირღვეოდა. ამასაც მოვერიდე. ძალიან ფაქიზად ვექცევი ტელეკომპანიებს. ჯობია არ შევეხო იმას, რაც არსებობს და დამატებით ახალი გავაკეთო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერი ასევე გამოეხმაურა იმ კრიტიკას, რომელიც მის მიერ მედიის ან არასამთავრობო სექტორის კრიტიკას მოსდევს.

"კარგად გაიხსენეთ სად ვიყავით. მე გარკვეული როლი და ფუქნცია მაქვს იმაში, თუ სად ვართ დღეს. ამიტომ ძალიან გთხოვდით, ამ კრიტიკას თავი დაანებეთ. ფაქიზად ვექცეოდი მედიას, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომ აი, "იმედზე" მივიდა, ე.ი. "იმედი" იყიდა, "მაესტროზე" მივიდა, ე.ი. "მაესტრო" იყიდა ან რაღაც ამის მსგავსი. ამ ყველაფერს ავერიდე და საკმაოდ გავანაწყენე აქაური ჯგუფი, რომელსაც არ სჭირდებოდა პოლიტიკური გადაცემები GDS-ზე, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა