"მე მაქვს იგივე ემოცია "ნაციონალების" მიმართ, რაც კონცლაგერიდან გამოშვებულ ებრაელს ქონდა" - გედევან ფოფხაძე

"მე მაქვს იგივე ემოცია "ნაციონალების" მიმართ, რაც კონცლაგერიდან გამოშვებულ ებრაელს ქონდა" - გედევან ფოფხაძე

გადაცემა "იმედის კვირაში" მოწვეული "ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს შეეხო და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელიც გაიხსენა. გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს გადაცემიდან:

"მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ზოგადად სახლებთან ვინმეს აქციები გაუმართონ, მაგრამ მესმის ადამიანების ამ ემოციური მდგომარეობის და ბატონი როლანდიც ეხლა ამ მდგომარეობაში ცეცხლზე ნავთს ასხამდა".

"არის ეს ემოციური მდგომარეობა ნაციონალების მიმართ და მეც იგივე მაქვს, ვერ გეტყვით, რომ ამ ხალხისგან განსხვავებული ემოციები მაქვს. უბრალოდ, მე ამ ემოციებს ვთოკავ. თუ ისინი (ნაციონალური მოძრაობა) ვერ მოვლენ ხელისუფლებაში თუნდაც ეს ქვეყანა დაიქცეს, ეს არის მათი დამოკიდებულება".

"მე ის კადრები სულ არ მჭირდება ყოველ დღე მახსოვს, მაგ მეხსიერებით ვიძინებ და ვიღვიძებ, არაფერი არ დამვიწყებია. მე მაქვს იგივე ემოცია ნაციონალების მიმართ, რაც კონცლაგერიდან გამოშვებულ ებრაელს ქონდა", - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაწყებული აქცია ზუგდიდში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გააპროტესტეს.

ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გადაინაცვლეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა